ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბსუ-ს დელეგაციის ვიზიტი უკრაინის ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ნათია წიკლაშვილი და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბადრი გეჩბაია უკრაინის ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. დაიგეგმა ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება, სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება, სამეცნიერო-კვლევითი ბაზების განვითარება, სხვა პარტნიორებთან ქსელის ხელშეწყობა, ერთობლივი მრგვალი მაგიდების გამართვა, ერთობლივი სამეცნიერო  სტატიების მომზადება, სადისერტაციო ნაშრომების ექსპერტიზა, საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩატარება. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კიევის ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტს შორის.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა