ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„ფინანსური მენეჯმენტი: კონცეპტუალური საფუძვლები, ფუნქციონალური ქვესისტემები, ანალიტიკური ინსტრუმენტები“

სურათი

გამოიცა ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ბესიკ ბოლქვაძის წიგნი „ფინანსური მენეჯმენტი: კონცეპტუალური საფუძვლები, ფუნქციონალური ქვესისტემები, ანალიტიკური ინსტრუმენტები“.  სახელმძღვანელოში განხილულია ფინანსური მენეჯმენტის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხები. მასში დეტალურად და ლოგიკური თანმიმდევრობით არის გაანალიზებული ფინანსების მართვასთან დაკავშირებული ყველა საკვანძო ასპექტი. თეორიულ კონსტრუქციებთან ერთად, ნაშრომი გაჯერებულია ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისათვის საჭირო ინსტრუმენტთა ნაკრებით. წიგნი განკუთვნილია ეკონომიკური პროფილის სტუდენტებისათვის.

ნაშრომი, აგრეთვე, გარკვეულ დახმარებას გაუწევს ფინანსურ მენეჯერებს, საკრედიტო ექსპერტებს, საინვესტიციო ანალიტიკოსებს, აუდიტორებს, სხვა პრაქტიკოს ფინანსისტებსა და, ზოგადად, ფინანსური მენეჯმენტის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა