ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

საჯარო ლექცია გაიმართა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე

სურათი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე:  „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR)“. ექსპერტებმა ელენე ჩხეიძემ და გვანცა ფაცაციამ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია, მისი როლი განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესის წარმოების პროცესში, გრძელვადიანი ბიზნეს სარგებელი გააცნეს, რომელიც CSR-ის დანერგვას მოაქვს.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (Corporate Social Responsibility) შედარებით ახალ და ძალიან სწრაფად მზარდ ტენდენციას წარმოადგენს. CSR წარმოადგენს ბიზნესის პასუხისმგებლობას იმ ზეგავლენაზე, რომელსაც ორგანიზაცია თავისი საქმიანობით ახდენს საზოგადოებასა და ბუნებრივ გარემოზე. არსებითად, ეს არის ბიზნესის კეთილი ნება საკუთარ თავზე აიღოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, დააკმაყოფილოს საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტები, ვიდრე მას კანონით ეკისრება.

საჯარო ლექცია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართა. ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ფინანსური მხარდაჭერით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა