ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სტუდენტური პროექტი „ეკონომიკური დებატები ბსუ - 2019“

სურათი

ბსუ-ს სტუდენტთა თავისუფალი და სამეცნიერო პროექტების კონკურსის გამარჯვებული  პროექტი „ეკონომიკური დებატები - ბსუ 2019“ დაიწყო. სტუდენტური ინიციატივა მიზნად ისახავს სხვადასხვა უნივერსიტეტის ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებს შორის ფორმალური დებეტების საშუალებით ცოდნის გაზიარების ხელშეწყობას, საჯარო გამოსვლებისა და აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. პროექტის ავტორია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ნესტან ვარშანიძე. პროგრამა ითვალისწინებს საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და დებატების ტურნირის ჩატარებას. აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ პროექტის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“, ხოლო ტურიზმის ინსტიტუტის დირექტორმა მამუკა ბერძენიშვილმა მოხსენება - „ტურიზმის პოლიტიკა - არასეზონურობა“ წარადგინა.


პროექტი ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, „მარდი ჰოლდინგისა“ და „ალუბალის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებათა განრიგი:

11აპრილი:

● 10:00 - 10:30  -  პროექტის გახსნა, შეხვედრა ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან

● 10:30 – 12:00 - საჯარო ლექცია - მომხსენებელი ვლადიმერ პაპავა (თსუ-ს პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი)

● 12:30 – 14:00 - საჯარო ლექცია - მომხსენებელი მამუკა ბერძენიშვილი (ტურიზმის   ინსტიტუტის დირექტორი)

● 15:00 – 18:00 - მონაწილეებისათვის -  ტრენინგი დებატების ტექნიკაში

12 აპრილი:

●  10:30  –  12:00  -  საჯარო  ლექცია  -  მომხსენებელი  ტიტე  აროშიძე  (აჭარის  სოფლის მეურნეობის მინისტრი)

•  12:30 – 14:00 - საჯარო ლექცია - მომხსენებელი ტატო ხუნდაძე (სოციოლოგი, პირველი არხის ანალიტიკოსი)

13 აპრილი:

● 11:00 – 17:00 - დებატების ტურნირის შესარჩევი ეტაპი

14 აპრილი:

● 10:00 – 11:00 - ნახევარფინალური მატჩები

● 12:30 – 13:30 -  ფინალური მატჩი

● 14:00 – 16:00 - დაჯილდოების ცერემონია


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა