ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ბიზნეს-განათლების აქტუალური პრობლემები“

სურათი

25-26 აპრილს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორმა ასიე ცინცაძემ და  ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა თამარ ღოღობერიძემ მონაწილეობა მიიღეს მე-18 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „ბიზნეს-განათლების აქტუალური პრობლემები.“ პროფესორმა ასიე ცინცაძემ მოხსენება გააკეთა „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესახებ“, ხოლო დოქტორანტმა თამარ ღოღობერიძემ წარადგინა ნაშრომი „მოქალაქეთა განათლების როლი დაგროვებითი საპენსიო დაზღვევის რეფორმის განხორციელებაში“.

კონფერენცია ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ინსტიტუტის ორგანიზატორობით ჩატარდა.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა