ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება და სოციალური სტაბილურობა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ბესიკ ბაუჩაძემ 15-17 მაისს მონაწილეობა მიიღო პოლტავის იური კონდრატიუკის სახელობის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო  კონფერენციაში ,,სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება და სოციალური სტაბილურობა“, სადაც წარადგინა მოხსენება  თემაზე: „ესტონური მოდელი და საგადასახადო რისკები“. ასოცირებულმა პროფესორმა ბესიკ ბაუჩაძემ  ასევე მონაწილეობა მიიღო 21-24 მაისს, ამავე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „BUILDING INNOVATIONS – 2019“ პლენარულ და სექციურ მუშაობაში. კონფერენციაში ჩართული იყო სამი ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომადგენელი. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა