ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„სტარტაპ საქართველოს’’ საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ,, სტარტაპ საქართველოს’’ (დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამა) დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა სტუდენტებთან. შეხვედრის მიზანი რეგიონებში პროგრამის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია გახლდათ. აგრეთვე, სტუდენტების ინფორმირება და პროგრამაში ჩართვა.

პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ წარმოადგენს ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის შემუშავებული სამთავრობო 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც  ხელს უწყობს სიახლეზე ორიენტირებული, ინოვაციური ბიზნეს იდეების განვითარებას  და საქართველოში სტარტაპ გარემოს შექმნას. პროგრამის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარს შეადგენს პირველ ეტაპზე და პერსპექტივაში დაგეგმილია  35 მლნ ლარამდე გაზრდა.

შეხვედრა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა