ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„ჯანმრთელი გარემო, ჯანმრთელი მომავლისათვის“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტის სპეციალობის II კურსის სტუდენტებმა სპორტის საერთაშორისო დღე - 6 აპრილი ორგანიზაციის „მწვანე ბათუმის“ მხარდაჭერით, ბსუ-ს ეზოში ხეების დარგვით აღნიშნეს. აქციაში ახალგაზრდებთან ერთად უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, აჭარის ა.რ. განათლების კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და სასტუმრო „რედისონ ბლუს“ წარმომადგენლები ჩაერთნენ.  ღონისძიება პროექტის  „ჯანმრთელი გარემო, ჯანმრთელი მომავლისათვის“ ფარგლებში მოეწყო. პროექტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტის სპეციალობის II კურსის სტუდენტებმა (ტატიანა ჯოჯუა, ბექა ვარდმანიძე, ნუკრი ბერიძე და ლევან გაბაიძე) ასოცირებულ პროფესორ ირმა ჩხაიძის ხელმძღვანელობით განახორციელეს და მიზნად ისახავდა საუნივერსიტეტო სივრცის იმ სამსახურებთან დაკავშირება, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ქალაქის განვითარებაზე. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა