ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

 ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საფინანსო ორგანიზაცია „ელთ კომპანიის" წარდგინება გაიმართა. ორგანიზაციის დამფუძნებელმა და წარმომადგენლებმა ღონისძიებაზე საფინანსო კომპანიის ისტორია, მიღწევები, მიზნები და კომპანიის ბიზნესგანვითარების ტენდენცია  - შვილობილი სამშენებლო და დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგისა“ და ტურისტული კომპანია „ელთტრანსფერის“ სამომავლო გეგმები წარმოადგინეს. ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსა და „ელთ კომპანიას“  შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში „ელთ კომპანი" უზრუნველყოფს სტაჟირებას სტუდენტების პრაქტიკული, ანალიტიკური უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცების მიზნით. განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის გეგმა, რის მიხედვითაც მოხდება აღნიშნული სტაჟირების წარმართვა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა