ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

საგანმანათლებო ტური აჭარაში არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებში

სურათი

8-9 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები (საბუღალტრო-საგადასახადო საქმე II კურსი და ფინანსები III კურსი) ასისტენტ პროფესორ რამინ ცინარიძის ორგანიზებით სასწავლო კურსის ფარგლებში აჭარაში არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებს: „ბათუმის პორტი“, „სარფის საბაჟო“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონას ,,ბათუმი" (ადლია) ეწვივნენ. სტუდენტებმა გამშვები პუნქტები დაათვალიერეს და საბაჟო საზღვრის კვეთის პროცედურებს, პორტში ტვირთების მიღების სპეციფიკას, ფიზიკური პირის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებათა დათვალიერებას (სკანირებას), იდენტიფიკაციას და დეკლარაციების შევსების წესს პრაქტიკულად გაეცნენ.

საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგანმანათლებლო ტურის მონაწილეებს გატარებული რეფორმებისა და გეზ-ში არსებული პროცედურების შესახებ  პრეზენტაცია წარუდგინეს.

სასწავლო კურსის ფარგლებში, სტუდენტები გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ კინოლოგიურ სამსახურის ვეტერინალური, ფიტო-სანიტარიული და სანიტარული კონტროლის პროცედურებს დაესწრნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა