![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_9127_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დიმიტრი ლუკიანენკო და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრები ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ვლადიმერ ღლონტს, ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ და უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ინფრასტრუქტურას გაეცნენ.
უკან |