პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის განახლების შესახებ
12 მარტი 2021 წელი
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის განახლების შესახებ
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება 2021 წლის 15 მარტიდან პირისპირ რეჟიმში დაიწყება. პროფესიული სტუდენტების გადანაწილება მოხდება საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსში და სასწავლო პროცესი წარიმართება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმების საფუძველზე შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით. დამატებითი ინფორმაცია პროფესიული პროგრამების სტუდენტებს მიეწოდებათ ინდივიდუალურად.
სრულად