ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ფაკულტეტის ისტორია

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი შეიქმნა 2014 წელს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის რეორგანიზაციის შედეგად. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის ქმნიდა ახალ პერსპექტივებს საუნივერსიტეტო განათლების იდეის განვითარებისა და მისი პრაქტიკული განხორციელებისათვის. ჩვენს უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო–პედაგოგიური საქმიანობის გაფართოებისა და გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შექმნა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – ეს ის ფაკულტეტია, რომელიც განასახიერებს ჩვენი უნივერსიტეტის მოდერნიზაციას, მისი ყველა პლუსითა, თუ მინუსით. ამიტომაც ჩვენს ფაკულტეტს ელოდება დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები... რატომ? რატომ გაჩნდა აუცილებლობა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შექმნისა?
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შექმნა ჩვენს უნივერსიტეტში განაპირობა მასში გაერთიანებული საგანმანათლებლო პროგრამების აქტუალურობამ, მათი ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის ადეკვატური ორგანიზაციული სტრუქტურის, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის აუცილებლობამ. ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სპეციალისტების მომზადების აქტუალურობა განპირობებულია შერეული, მრავალწყობიანი, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ადეკვატური ინსტიტუტებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბების შეუქცევადი ხასიათით. ეკონომიკური და ფინანსური რეგულირების რისკების წარმოშობის პირობაა ეკონომიკური და ფინანსური არასტაბილურობა, სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში ინტერვენციების მოლოდინი, სპეკულაციური ზეწოლა სარგებლის მისაღებად და ა.შ. ამ საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში მონაწილეობს ყველა აგენტი - სახელმწიფო, ბიზნეს-სამყარო, სამოქალაქო საზოგადოება. თითოეულ მათგანს საკუთარი ინტერესი გააჩნია, რომლის კვინტესენციაა მისწრაფება ფულადი შემოსავლების სტაბილურობისაკენ და გაზრდისაკენ. შესაბამისად, გაჩნდა და ყოველდღიურად იზრდება არა მხოლოდ ბიზნესის სფეროსათვის, არამედ ზოგადად ფინანსური ეკონომიკისათვის კვალიფიციური ეკონომისტების მომზადების მოთხოვნა. ქვეყანაში უდაოდ არსებობს უზარმაზარი მოთხოვნა არამხოლოდ მენეჯერებზე, არამედ იმ ადამიანების არსებობაზე, რომლებიც იცნობენ და პრაქტიკაში შემოქმედებითად იყენებენ ეკონომიკისა და ფინანსების თანამედროვე თეორიებს, აქვთ სწავლებისა და კვლევის უნარ-ჩვევები, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ფუნდამენტური ეკონომიკის პრობლემატიკის განხილვა-ანალიზში და განვითარებაში. სწორედ ამგვარი სპეციალისტების ჩამოყალიბების ამოცანის გადაჭრაში წვლილი შექონდა, შეაქვს და მომავალში შეიტანს ჩვენი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა