ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„სახელმწიფო მართვისა და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტებმა მარიტა ჭყონიამ და ინეზა შარაშიძემ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტთა აკადემიურ ფორუმში „სახელმწიფო მართვისა და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“. მომავალმა ეკონომისტებმა ასისტენტ პროფესორ ნატალია რობიტაშვილის ხელმძღვანელობით მოხსენება წარადგინეს თემაზე: „დასაქმების რეალობა სტატისტიკურ ჭრილში“.  აკადემიური ფორუმის მონაწილეებს ორგანიზატორებმა სერტიფიკატები გადასცეს. 
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის უნივერსიტეტის, შავი ზღვის უნივერსიტეტის, თელავის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა