მოკლევადიანი პროგრამების პრეზენტაცია
25 აპრილი 2016 წელი
მოკლევადიანი პროგრამების პრეზენტაცია
მოკლევადიანი პროგრამების პრეზენტაცია
მოკლევადიანი პროგრამების პრეზენტაცია
მოკლევადიანი პროგრამების პრეზენტაცია
მოკლევადიანი პროგრამების პრეზენტაცია
25 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების - „ჯანმრთელობის ფსიქოლოგია’’ და „სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარება და რეაბილიტაცია’’ პრეზენტაცია გაიმართა. მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი მსმენელისათვის სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფსიქოლოგიის შესახებ ცოდნის მიცემაა. პროგრამის ფარგლებში შეისწავლება განვითარების თეორიები, პრეფსიქიკური პერიოდები, ბავშვობის ასაკის პერიოდიზაციას და თითოეული ასაკისთვის დამახასიათებელ თავისებურებები. მსმენელი შეძლებს სკოლამდელი ასაკის ბავშვის ემოციების პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურ შეფასებას და მათი სკოლისათვის მზაობის შესწავლას. ასევე, შეძლებს ფსიქოლოგიური ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას, თავმოყრას, გაანალიზებას, სისტემაში მოყვანასა და გამოყენებას.
სრულად