„ფინანსური მენეჯმენტი: კონცეპტუალური საფუძვლები, ფუნქციონალური ქვესისტემები, ანალიტიკური ინსტრუმენტები“
12 მარტი 2019 წელი
„ფინანსური მენეჯმენტი: კონცეპტუალური საფუძვლები, ფუნქციონალური ქვესისტემები, ანალიტიკური ინსტრუმენტები“
გამოიცა ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ბესიკ ბოლქვაძის წიგნი „ფინანსური მენეჯმენტი: კონცეპტუალური საფუძვლები, ფუნქციონალური ქვესისტემები, ანალიტიკური ინსტრუმენტები“. სახელმძღვანელოში განხილულია ფინანსური მენეჯმენტის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხები. მასში დეტალურად და ლოგიკური თანმიმდევრობით არის გაანალიზებული ფინანსების მართვასთან დაკავშირებული ყველა საკვანძო ასპექტი. თეორიულ კონსტრუქციებთან ერთად, ნაშრომი გაჯერებულია ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისათვის საჭირო ინსტრუმენტთა ნაკრებით. წიგნი განკუთვნილია ეკონომიკური პროფილის სტუდენტებისათვის.
სრულად