თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
11 დეკემბერი 2017 წელი
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სარეკლამო კომპანია „ორანიე ლეუს“ (OL PRINT) წარდგინება გაიმართა. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს კომპანიის ისტორია, მიღწევები, მიზნები და კომპანიის ბიზნეს განვითარების ტენდენცია - არეალის გაფართოებისა და ახალი სეგმეტების ათვისების სამომავლო გეგმები წარუდგინა. შეხვედრის ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსა და კომპანია „ორანიე ლეუს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სარეკლამო კომპანია უზრუნველყოფს სტუდენტების სტაჟირებას, რაც ხელს შეუწყობს პრაქტიკული, ანალიტიკური უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებას. წარმატებული სტაჟიორები კომპანიაში დასაქმდებიან.
სრულად