სამუშაო ვიზიტი ბელორუსიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტის ინსტიტუტის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვლადიმერ ღლონტი 29 ნოემბრიდან - 3 დეკემბრამდე ქალაქ მინსკში იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით. ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ ვლადიმერ აპანასოვიჩთან, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ გენადი ხაცკევიჩთან და ბელორუსიის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მენეჯმენტის, მარკეტინგის და მეწარმეობის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ალექსეი დანილჩენკოსთან გამართულ შეხვედრებზე განისაზღვრა სამომავლო გეგმები. დაიგეგმა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობა, ერთობლივი სამეცნიერო პროექტებისა განხორციელება და სამეცნიერო სიმპოზიუმის ჩატარება თემაზე: „საქართველო-ბელორუსიის ეკონომიკური თანამშრომლობა: რეალობა, პერსპექტივები და თანამედროვე გამოწვევები“.