„სკოლამდელი ინკლუზიური განათლება და მომავლის ბაღი“
E-PSY-ის, „ერაზმუს+“-ის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა თემაზე: „სკოლამდელი ინკლუზიური განათლება და მომავლის ბაღი“. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს უნივერსიტეტისა და ბაღის როლზე მომავალი სპეციალისტების ჩამოყალიბებაში, ასევე, ბაღში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა, ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორმა დავით დიასამიძემ, საბავშვო ბაღის გამგეებმა და ფსიქოლოგებმა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან კეჭეყმაძე და ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის კოორდინატორი ქეთევან ბერიძე.