ონლაინ შეხვედრა „მე და სამართალი“
28 მაისი 2020 წელი
ონლაინ შეხვედრა „მე და სამართალი“
ZOOM-ის ონლაინ პლატფორმაზე, ბსუ-ს იურიდიული კლინიკის ორგანიზებით, ონლაინ შეხვედრა „მე და სამართალი’’ გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა პროგრამის „მომავლის თაობის’’ ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაცია PH international-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.ჩართვაში მონაწილება მიიღო ბსუ-ს იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა, კლინიკის წევრ-სტუდენტებმა და აღნიშნულ პროგრამაში ჩართული პარტნიორი სკოლის IX, X და XI 9-ე, კლასის მოსწავლეებმა.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: სამართალი და კანონი, სამართალი და სამართლიანობა, სამართლის ფუნქციები, ნორმები, ნიშნები, სამართლებრივი ურთიერთობები, სამართლის როლი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.
სრულად