შეხვედრა პირველკურსელებთან
20 სექტემბერი 2022 წელი
შეხვედრა პირველკურსელებთან
შეხვედრა პირველკურსელებთან
შეხვედრა პირველკურსელებთან
19 სექტემბერს, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელებთან შეხვედრა გაიმართა. პირველკურსელებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარინა გიორგაძემ, პროფესორმა ირინა გოშხეთელიანმა, პროფ. ლალი ზაქარაძემ და სხვებმა. 2022-2023 სასწავლო წელსაც ფაკულტეტი სრულად დაკომპლექტდა, 10 პროგრამაზე 280-მდე სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის 30-მდე სტუდენტი სასწავლო გრანტის მფლობელია. 130 სტუდენტი (50 ისტორიის, 80 - ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაზე) სახელმწიფო დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას.
სრულად