მონოგრაფია „ტაო“
22 მარტი 2021 წელი
მონოგრაფია „ტაო“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევართა ერთობლივი მონოგრაფია „ტაო“ გამოვიდა. წიგნი მკვლევართა მრავალწლიანი შრომის შედეგია და მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში. მონოგრაფიაში ისტორიულ ტაოში კომპლექსური საველე ექსპედიციებით შეკრებილ მასალებზე, ქართულ და ოსმალურ საისტორიო წყაროებზე, ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით შესწავლილია ჭოროხის ხეობაში მდებარე ისტორიული ტაოს ქვეყანა, - ტაოს ისტორია, მატერიალური კულტური ძეგლები, ლიტერატურული და სამწიგნობრო სკოლები, ტაოური სოფელი თანამედროვე თურქეთში, ტაოელთა ყოფა, ფოლკლორი, ტაოური დიალექტი, ტაოს ონომასტიკა.
სრულად