ტემპუსის პროექტის ორდღიანი შეხვედრა
29 ივნისი 2015 წელი
ტემპუსის პროექტის ორდღიანი შეხვედრა
ტემპუსის პროექტის ორდღიანი შეხვედრა
ტემპუსის პროექტის ორდღიანი შეხვედრა
ტემპუსის პროექტის ორდღიანი შეხვედრა
ტემპუსის პროექტის ორდღიანი შეხვედრა
ტემპუსის პროექტის ორდღიანი შეხვედრა
ტემპუსის პროექტის ორდღიანი შეხვედრა
ტემპუსის პროექტის ორდღიანი შეხვედრა
ტემპუსის პროექტის ორდღიანი შეხვედრა
ტემპუსის პროექტის „დისტანციურ ინჟინერიასა და ვირტუალურ ინსტრუმენტებზე დაფუძნებული ინდუსტრიული თანამშრომლობა და შემოქმედებითი საინჟინრო განათლება“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიანი შეხვედრა გაიხსნა. პროგრამის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები პროექტის შედეგებს შეაჯამებენ და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. პროექტის მიზანია შექმნას და დანერგოს მეთოდოლოგია, რესურსები საინჟინრო სფეროს გასავითარებლად საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში. შემუშავდება საგანმანათლებლო პროგრამა საინჟინრო მიმართულებით ალტერნატიული ტექნოლოგიების გამოყენებით და განისაზღვრება სასწავლო მეთოდოლოგია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. პროგრამის ეგიდით გაიხსნა სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც წარმატებით გაიარეს თეორიული და პრაქტიკული კურსები ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და საინჟინრო სპეციალობების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა.
სრულად