პროექტ „მართლმსაჯულების ნავიგატორის“ თემატური სემინარი გაიმართა ბსუ-ში
28 ივნისი 2023 წელი

პროექტის „მართლმსაჯულების ნავიგატორი“ ფარგლებში, ბსუ-ში მართლმსაჯულების სტრუქტურებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით თემატური სემინარი გაიმართა. მწვანე სექტორის ხელმძღვანელმა ილია გუჩმანიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო, პროექტის ძირითადი ამოცანები და საქმიანობის მიმართულებები, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯაყელმა და მწვანე სექტორის პროგრამების მენეჯერმა ციალა ქათამიძემ წარადგინეს მოსწავლეთა საექსკურსიო-საინფორმაციო ტურების ორგანიზების თემატური გზამკვლევის სამუშაო კონცეფცია და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, დეტალურად იმსჯელეს მართლმსაჯულების სტრუქტურებში მოსწავლეთა ჯგუფების მიღების, საინფორმაციო-საპრეზენტაციო პროგრამების შედგენისა და საექსკურსიო მენეჯმენტის განვითარების საკითხებზე. სამოქალაქო განათლების ექსპერტმა ლადო აფხაზავამ თავის პრეზენტაციაში ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო პროცესში სასწავლო ტურების განხორციელების როლსა და მნიშვნელობას.
სრულად